ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ
loader

Breaking news

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

  • ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

თბილისი: ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. მუშები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათი თქმით, არაადამიანურ პირობებში მუშაობენ და კომპანია თანამშრომლებს ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის.

"დღეში 22 ლარს ვიღებთ. აქედან ნაწილი ტრანსპორტირებაში გვეხარჯება. მოვითხოვთ დამატებითი სამუშაოებისთვის თანხა გადაგვიხადონ. ამასთან, არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ - სასადილო და აბაზანა არაა, წყალიც კი არ გვაქვს. ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ თარჯიმანი არ ჰყავთ და კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ. გვეჩხუბებიან, ხელშეკრულებებსაც არ გვაჩვენებენ, რომ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მუშების თქმით, სოლიდარობის გამო მათი რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხონა არ შესრულდება. 

ავტობანის მშენებლობაზე სამუშაოებს ჩინეთის გვირაბების და ხიდების კომპანია ასრულებს. სამუშაოები 2019 წელს დაიწყო. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუშების მოთხოვნები გასაცნობად კომპანიის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა და პასუხს თანამშრომლებს შემდეგ მიაწვდიან.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე