"ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველა დასაცავად“
loader

Breaking news

"ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველა დასაცავად“

  • ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველა დასაცავად

თბილისი: პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის კოტე კემულარიას განცხადებით, მათ მიერ ჩამოყალიბდა "20 ივნისის მოძრაობა – პოლიტპატიმრები“, რომელსაც უერთდებიან ოპოზიციური პარტიები, იურისტები და სხვა მოქალაქეები.

როგორც კოტე კოემულარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მოძრაობა 20-21 ივნისს დაკავებულებს დაიცავს და დაზარალებულებს სამართლებრივად უანგაროდ დაეხმარება.

"გუშინ მოვისმინეთ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა ნდობა იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც აწარმოებს ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილე 19 ახალგაზრდის მიმართ. ვერ მოიპოვა ნდობა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, რომელიც გამოგონილი ბრალდებებით არის ​დაკავებული, ვერ მოიპოვა ნიკა მელიას მიმართ, რომელიც გამოკეტილია სახლში გამოგონილი ბრალდებით. პრაქტიკულად ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. საქმეს სწავლობენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მე კოტე კემულარია ჩავუდგები სათავეში ამ მოძრაობას, რომელიც არის ზეპარტიული, არაპოლიტიკური. ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიაში გვაქვს კონსულტაციებს. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველა დასაცავად.

ჩვენ დღეს გვიანონსებენ, რომ ახალ მთავრობას მოიყვანენ. მოიყვანენ სირაძეებს, იმ მოძალადეებს, რომლებმაც პარლამენტარზე იძალადეს, ჟურნალისტებზე იძალადეს, რომლებმაც სისხლი დაღვარეს და დრეს აწინაურებენ. არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ოცნება ვის დასვამს იმ სავარძელში, გაგრძელდება ეს რეპრესიები. მე ვიცი, რომ ისინი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვისაც კი მზად არიან. მე მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, გამოდით და აღიარეთ, რომ თქვენი გაკეთებულია ეს ყველაფერი, აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა, როგორც ლიდერმა ამ უბედურება პარტიის. გამოდით და თქვით, რომ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანები გათავისუფლდებიან ციხეებიდან, შეწყვეტთ რეპრესიას და ჩატარდება არჩევნები, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. გამოდით და უთხარით ეს ხალხს, თორემ დაამთავრებთ ძალიან ცუდად“, – განაცხადა კემულარიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე