"უკრაინა მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და უკრაინიდან"
loader

Breaking news

"უკრაინა მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და უკრაინიდან"

  • უკრაინა მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და უკრაინიდან

თბილისი: ახლახანს აღინიშნა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის დაწყების 11 წლისთავი და დღეს ჩვენ ვდგავართ ოკუპაციის ზოლთან, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა პეტრო ბოგდანმა განაცხადა, რომელიც გუგუტიანთკარში იმყოფება.

როგორც პეტრო ბოგდანმა განაცხადა, რუსეთის აგრესიული ძალები განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას.

"მსურს გითხრათ, რომ უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას. უკრაინა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და უკრაინიდან, ასევე შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა პეტრო ბოგდანმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან. გუგუტიანთკარში ჩავიდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოში ავსტრიის, ესტონეთის, ბულგარეთის, ბრაზილიის, ლატვიის ელჩები.

ადგილზე იმყოფებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფოტრმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები. ისინი დიპლომატებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს აცნობენ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე