პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
loader

Breaking news

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

  • პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე