"გალერია თბილისში“ დაკვამლიანებას ხანძარი არ მოჰყოლია
loader

Breaking news

"გალერია თბილისში“ დაკვამლიანებას ხანძარი არ მოჰყოლია

  • გალერია თბილისში დაკვამლიანებას ხანძარი არ მოჰყოლია

თბილისი: "გალერია თბილისში“ ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება „თბილისი გალერიას“ შენობაში დაკვამლიანების შესახებ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მეხანძრე-მაშველების მიერ, დაუყოვნებლივ განხორციელდა შენობის ევაკუაცია და დაკვამლიანების კერის მოძიება.

ამ დროისათვის, ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დაკვამლიანებას ხანძარი არ მოჰყოლია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე