"რუსეთის მიერ გავლებული მავთულხლართები მოსახლეობის დაყოფის გარდა არაფერს ემსახურება, ეს უნდა შეჩერდეს"
loader

Breaking news

"რუსეთის მიერ გავლებული მავთულხლართები მოსახლეობის დაყოფის გარდა არაფერს ემსახურება, ეს უნდა შეჩერდეს"

  • რუსეთის მიერ გავლებული მავთულხლართები მოსახლეობის დაყოფის გარდა არაფერს ემსახურება ეს უნდა შეჩერდეს

თბილისი: რუსეთის მიერ გავლებული მავთულხლართები ოჯახებისთვის სირთულეების შექმნისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაყოფის გარდა, არაფერს ემსახურება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაქკენზი-სმიტი წერს.

"დღეს საქართველოში, გუგუტიანთკარში რუსეთი დამატებით მავთულხლართებს ავლებს. ისინი ოჯახებისთვის სირთულეების შექმნისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაყოფის გარდა, არაფერს ემსახურება. ეს უნდა შეჩერდეს“, – წერს ბრიტანელი დიპლომატი.

ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟის მიზნით რკინის ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან განაახლეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე