უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა
loader

Breaking news

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა

  • უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა

კიევი: კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს ყოფილ ვიტალი ზახარჩენკოს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

2018 წლის აპრილში, სასამართლომ ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის საქმეზე სპეციალური წინასასამართლო გამოძიების ნებართვა გასცა. ზახარჩენკოს და მის გარემოცვას „სმარტბანკის“ მეშვეობით 10,3 მილიარდი უკრაინული გრივნის (392 მილიონი დოლარი) გათეთრებაში ედება ბრალი. ვიტალი ზახარჩენკო, ასევე ეჭვმიტანილია ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების შექმნაში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რაც 2014 წლის თებერვალში ფატალური შედეგით დასრულდა.

თავად ზახარჩენკო უკრაინაში 2014 წლის შემდეგ აღარ იმყოფება. 

ვიტალი ზახარჩენკო უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი 2011-2014 წლებში იყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე