"დღეს თვალწინ გვიდგას ის, რაც მემკვიდრეობით დატოვა სააკაშვილის მავნებლურმა პოლიტიკამ"
loader

Breaking news

"დღეს თვალწინ გვიდგას ის, რაც მემკვიდრეობით დატოვა სააკაშვილის მავნებლურმა პოლიტიკამ"

  • დღეს თვალწინ გვიდგას ის რაც მემკვიდრეობით დატოვა სააკაშვილის მავნებლურმა პოლიტიკამ

თბილისი: გუგუტიანთკარი და ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ოკუპანტი ახორციელებს თავის გეგმას, არის ჩვენი სავალალო შედეგი იმ ვითარების, რომელიც შექმნეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, 2006 წლიდან დაწყებული პარტნიორები აშშ, ევროკავშირი, ყველა ქვეყანა მიუთითებდა თუ როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს, რათა ოკუპაცია არ ყოფილიყო დაშვებული.

"დღეს თვალწინ გვიდგას ის, რაც მემკვიდრეობით დატოვა სააკაშვილის მავნებლურმა პოლიტიკამ. რაც შეეხება მავთულხლართს, დამერწმუნეთ, გაცილებით უფრო სუსტია ის კონსტრუქცია, რომლითაც ეს მავთულხლართი კეთდება, ვიდრე ბერლინის კედელი, რომელიც დაიშალა და რომლის ნატეხებიც დღეს ევროპის მოედანზე დგას. ბერკეტი არის ის ფასი, რომელსაც რუსეთი იხდის, მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა. საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც ამ თემას აფასებს ისე, როგორც საქართველოში, ეს არის ფასი, რომელიც შეიძლება გადაახდევინო რუსეთის ფედერაციას და იარო თან იმ გზით, რომ ეს კონსტრუქცია ჩაბარდეს წარსულს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე