"ეს საკითხი პერიოდულად იწევა, გასაგებია, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს"
loader

Breaking news

"ეს საკითხი პერიოდულად იწევა, გასაგებია, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს"

  • ეს საკითხი პერიოდულად იწევა გასაგებია ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს

თბილისი: "ქართული ოცნების“ გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა საზოგადოების მტკივნეულ გამოწვევებს პასუხობდეს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას შესაძლოა, თუ არა შემოდგომაზე მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

"მე ფაქტობრივად რამდენჯერმე გავეცი ამ შეკითხვას პასუხი. სამწუხაროდ, ეს საკითხი პერიოდულად ისევდაისევ იწევა, ეს გასაგებია. ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს,  მთავარი არის პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად, სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს ძირითადად საუბარი. ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენ გუნდში, რომ ჩვენ 2020 წლის საარჩევნო პროგრამით, რომლითაც წარვდგებით ქართული საზოგადოების წინაშე,  ის პასუხობდეს ყველა იმ მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე