"დინამო“ -"ფეიენოორდის“ შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის
loader

Breaking news

"დინამო“ -"ფეიენოორდის“ შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის

  • დინამო -ფეიენოორდის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის

თბილისი: თბილისის "დინამო“ დღეს როტერდამის „ფეიენოორდს“ უმასპინძლებს. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება.

პირველი მატჩი, როტერდამში ჰოლანდიელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. ამდენად, განმეორებით შეხვედრაში „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსი აქვს.

უეფა-ს მიერ „დინამო თბილისისთვის“ გამოტანილი სასჯელის მიხედვით, თამაში უმაყურებლოდ ჩაივლის. ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანიზაციამ ქართული გუნდი აზერბაიჯანული „გაბალას“ მატჩის დროს ტრიბუნაზე გამოფენილი ბანერის გამო დასაჯა, რომელშიც, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის წევრთა თქმით, ნაცისტური სიმბოლიკა იყო გამოსახული.

"დინამო არენაზე“ შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე