ნიკა გვარამია პროკურატურაში იმყოფება
loader

Breaking news

ნიკა გვარამია პროკურატურაში იმყოფება

  • ნიკა გვარამია პროკურატურაში იმყოფება

თბილისი: "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში იმყოფება. ამის შესახებ Front News International-სთვის გახდა ცნობილი.

რას უკავშირდება გვარამიას საგამოძიებო უწყებაში ყოფნა, ჯერჯერობით უცნობია.

Front News International-ს პროკურატურის კომენტარის მოპოვებას ცდილობს, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით სააგენტოს ზარებს არ პასუხობენ.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასლარიანი გირაო შეეფარდა და საქართველოს საზღვრის დატოვება შეეზღუდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე