"ველოდი, რომ გირაო გირაოდ დარჩებოდა, რა ფორმას მონახავდნენ ამისთვის, ჩემთვის მეორეხარისხოვანია"
loader

Breaking news

"ველოდი, რომ გირაო გირაოდ დარჩებოდა, რა ფორმას მონახავდნენ ამისთვის, ჩემთვის მეორეხარისხოვანია"

  • ველოდი რომ გირაო გირაოდ დარჩებოდა რა ფორმას მონახავდნენ ამისთვის ჩემთვის მეორეხარისხოვანია

თბილისი: ველოდი, რომ გირაო გირაოდ დარჩებოდა, რა ფორმას მონახავდნენ ამისთვის, ჩემთვის მეორეხარისხოვანია, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომლის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

გვარამიას თქმით, ეს მისი იურისტისთვის იყო პირველხარისხოვანი, რომელიც სტრასბურგისთვის მასალას აგროვებს.

"იმის შემდეგ, რაც ოთხი საათი ვისაუბრე, თან სამართლებრივად სწორ პოზიციაზე და პროკურორებმა სამი წუთი ისაუბრეს, ვაი იმ საუბარს, მოსამართლე მაინც გამოვიდა, თვალები ვერ აწია ისე წაიკითხა ის სისულელე და გავიდა, სრულიად ნათელია, რომ სასამართლოში ლაპარაკს აზრი მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ ადამიანებმა შენი პოზიცია გაიგონ, თორემ მოსამართლისთვის აზრი არ აქვს. იგივეა სააპელაციოს ნაწილშიც“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე