აშშ-მა ქართული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
loader

Breaking news

აშშ-მა ქართული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

  • აშშ-მა ქართული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

თბილისი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია კომპანია „ჯორჯიან პეტროქემიქალ ენდ ავიატექზე“, რომელიც "უკანონოდ ცდილობდა ალუმინის მილების ყიდვას და მათ რეექსპორტს მალაიზიის გავლით ირანში“.

აღსანიშნავია, რომ ამავე სიაში მოხვდა 15 კომპანია სომხეთიდან, რუსეთიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ კომპანიებს ეკრძალებათ პროდუქციის აშშ-დან მიღება. 

შეზღუდვები 14 აგვისტოდან შედის ძალაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე