"სრული უფლება აქვს საზოგადოებას იცოდეს ვინ არის ფილმის ავტორი, მოგიწოდებთ, რომ საჯაროდ გასცეთ ეს ინფორმაცია"
loader

Breaking news

"სრული უფლება აქვს საზოგადოებას იცოდეს ვინ არის ფილმის ავტორი, მოგიწოდებთ, რომ საჯაროდ გასცეთ ეს ინფორმაცია"

  • სრული უფლება აქვს საზოგადოებას იცოდეს ვინ არის ფილმის ავტორი მოგიწოდებთ რომ საჯაროდ გასცეთ ეს ინფორმაცია

თბილისი: ოპოზიცია აგვისტოს იმის თემაზე ტელეკომპანია "იმედზე" გასულ ფილმს ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობის"  წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ ფილმით ავტორებმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, რუსული დაკვეთა შეასრულეს. ოპოზიცია ფილმის ავტორის დასახელებას ითხოვს. 

სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედმა" ფილმი მოამზადა საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით.

"ეს არის საქართველოში მომზადებული, ქართულ ენაზე მომზადებული რუსული პროპაგანდა. ფილმი ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს სახელმწიფოს 2008 წელს საომარი მოქმედებების დაწყებაში. ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ეს ფილმი გავიდა ქართულ ტელეარხზე და არა ORT თუ "Russia today" ან რომელიმე პროპაგანდისტულ არხზე. ჩვენ მივმართავთ ტელეკომპანია "იმედს". სრული უფლება აქვს საზოგადოებას იცოდეს ვინ არის ფილმის ავტორი, მოგიწოდებთ, რომ საჯაროდ გასცეთ ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ტელეკომპანია "იმედს" და საქართველოს ხელისუფლებას, გასაგებია ყველასთვის რომ ხელისუფლების დაკვეთით მომზადდა ეს სამარცხვინო ფილმი. მათ გვინდა შევახსენოთ 2008 წელს მომხდარ ფაქტებს შესაბამისი შეფასება მისცა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და საქართველო არის მსხვერპლი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისვე თქმით, 2008 წელს რუსეთის მიზანი იყო ჩამოეშალა დემოკრატიული ხელისუფლება საქართველოში, ასევე შეეცვალა საქართველოს პროდასავლური კურსი, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ყველა ეს ამოცანა რუსეთმა შეასრულა 2012 წელს, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდა ივანიშვილი. 

"ტელეიმედზე" გასულ ფილმზე მასალა "მედია ჩეკერმა" გამოაქვეყნა. 

"ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას”, - წერს "მედია ჩეკერი". 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე