სოფელ რენესთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
loader

Breaking news

სოფელ რენესთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

  • სოფელ რენესთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა ერთი კი დაშავდა

თბილისი: თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ რენესთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ერთი ადამიანი. დაღუპულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავმა „მერსედესის“ მარკის მსუბუქმა ავტომობილმა, რომელშიც ოთხი მგზავრი იმყოფებოდა, მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილიდან გარდაცვლილების ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩართვა გახდა საჭირო.

გადარჩა ავტომობილის მძღოლი, რომელიც გორში ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ​შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები მის გამოკითხვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რადგან მამაკაცი შოკშია.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული თავისუფლების 6-დან 10 წლამდე აღკვეთით ისჯება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე