აფხაზეთში ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა
loader

Breaking news

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა

  • აფხაზეთში ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა

თბილისი: აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. 

სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. 

შეიარაღებულ კონფლიქტს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე