მაშველებმა რამდენიმესაათიანი საძიებო სამუშოების შემდეგ ტყეში დაკარგული 66 წლის მამაკაცი იპოვეს
loader

Breaking news

მაშველებმა რამდენიმესაათიანი საძიებო სამუშოების შემდეგ ტყეში დაკარგული 66 წლის მამაკაცი იპოვეს

  • მაშველებმა რამდენიმესაათიანი საძიებო სამუშოების შემდეგ ტყეში დაკარგული 66 წლის მამაკაცი იპოვეს

თბილისი: მაშველებმა ტყეში დაკარგული 66 წლის მამაკაცი რამდენიმესაათიანი საძიებო სამუშოების შემდეგ იპოვეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მცხეთის მუნიცპალიტეტის სოფელ ლელუბნის მიმდებარედ, ტყეში 66 წლის მამაკაცი დაიკარგა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. მაშველებმა რამდენიმესაათიანი საძიებო სამუშოების შემდეგ, მამაკაცი უვნებლად იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სამაშველო ჯგუფი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე