"ვისაც აინტერესებს პოლიტიკა, აქვს სურვილი შექმნას პარტია და მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის არჩევნებში, ამის შესაძლებლობა ექნება ყველას"
loader

Breaking news

"ვისაც აინტერესებს პოლიტიკა, აქვს სურვილი შექმნას პარტია და მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის არჩევნებში, ამის შესაძლებლობა ექნება ყველას"

  • ვისაც აინტერესებს პოლიტიკა აქვს სურვილი შექმნას პარტია და მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის არჩევნებში ამის შესაძლებლობა ექნება ყველას

თბილისი: ნებისმიერ თანამოქალაქეს, ვისაც აინტერესებს პოლიტიკა, აქვს სურვილი, შექმნას პარტია და მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის არჩევნებში, ამის შესაძლებლობა ექნება ყველას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ დაინახა, რომ იმუნიტეტი ამ ქვეყანაში არსებობს ერთადერთი, ეს არის კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომელიც იცავს თითოეულ მოქალაქეს.

"ჩვენ გავხსენით პოლიტიკური პროცესი, მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს, ვისაც აინტერესებს პოლიტიკა, აქვს სურვილი შექმნას პარტია და მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის არჩევნებში, ამის შესაძლებლობა ექნება ყველას. ნულოვანი ბარიერი და პროპორციული სისტემა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ახალმა პარტიებმაც, ძველმა, გამოცდილმა პარტიებმაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და სცადონ ხმების მოპოვება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე