"კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება და არ ვთვლი საჭიროდ, რამე დავამატო"
loader

Breaking news

"კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება და არ ვთვლი საჭიროდ, რამე დავამატო"

  • კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება და არ ვთვლი საჭიროდ რამე დავამატო

თბილისი: დავით კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ მოსახლეობის ამ შეფასებას რამე დაამატოს.

"რაც შეხება ბატონ კეზერაშვილს, მე ამის შესახებ განმარტება გავაკეთე. ბატონი კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ, იმ საქმეების მიმართ, რა საქმეებთანაც ეს გვარი ასოცირდებოდა, ჩვენს მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება და მე არ ვთვლი, რომ ჩემგან საჭიროა რამე დავამატო ამ მნიშვნელოვან შეფასებას“, –  განაცხადა ბახტაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე