ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში ადანაშაულებენ
loader

Breaking news

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში ადანაშაულებენ

  • ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში ადანაშაულებენ

კიევი: ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დასდეს.

როგორც ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ოროზბეკ ოპუმბაევმა განაცხადა, ალმაზბეკ ატამბაევი გადატრიალების მოწყობას აპირებდა.

"მას სურდა სისხლისღვრა, რათა სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო. ეს წინასწარ იყო ჩაფიქრებული“, – განაცხადა ყირგიზეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელმა.

ატამბაევს მისი დაკავების დროს სპეცრაზმელის მკვლელობასა და მასობრივი არეულობის მოწყობაში ადანაშაულებენ.

ალმაზბეკ ატამბაევი 8 აგვისტოს დააკავეს. მისი დაპატიმრების მიზნით 7 აგვისტოს დაწყებული სპეცოპერაცია 24 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. სპეცრაზმელებსა და ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის შეტაკებისას 100 ადამიანი დაშავდა, ერთი სპეცრაზმელი კი დაიღუპა.

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტს კორუფციასა და კრიმინალურ ავტორიტეტ აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლებასაც ედავებიან. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ატამბაევი იზოლატორში 26 აგვისტომდე უნდა დარჩეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე