თბილისი: აშშ ბევრს სწავლობს რუსეთის არხანგელსკის ოლქში ბირთვული რაკეტის გამოცდის დროს მომხდარი აფეთქების შემდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ წერს.
"აშშ ბევრს სწავლობს რუსეთში რაკეტის წარუმატებელი აფეთქების შემდეგ. ჩვენ გვაქვს მსგავსი, თუმცა ბევრად განვითარებული ტექნოლოგიები. რუსული „სკაიფოლის“ აფეთქებამ ადამიანები შეაშფოთა ობიექტის რაიონში და მის ფარგლებს გარეთ ჰაერის ხარისხის გამო. ეს არ არის კარგი!“, – წერს ტრამპი.
8 აგვისტოს რუსეთის არხანგელსკის ოლქში, სევეროდვინსკთან მდებარე სამხედრო პოლიგონზე ბირთვული რაკეტის გამოცდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის – ექსპერიმენტალური ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები იყვნენ.