უშგულის მოსახლეობა ისტორიული კოშკების რეაბილიტაციას ითხოვს
loader

Breaking news

უშგულის მოსახლეობა ისტორიული კოშკების რეაბილიტაციას ითხოვს

  • უშგულის მოსახლეობა ისტორიული კოშკების რეაბილიტაციას ითხოვს

თბილისი: უშგულის მოსახლეობა ხელისუფლებისგან ისტორიული კოშკების რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხონით მათ დღეს აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, კოშკებისა და მაჩუბების 90 პროცენტი საგანგაშო მდგომარეობაშია.

ამასთან, ადგილობრივების თქმით, სოფელ ცაჟაშის რეაბილიტაციისთვის იხარჯება თანხები, თუმცა შესრულებული სამუშაო არის უხარისხო.

"სახელმწიფო ხარჯავს თანხებს. ჩაჟაშის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მილიონია უკვე დახარჯული, თუმცა ხარისხი არის ნული. დღეს ეს სოფელი დგას ზვავის საფრთხის ქვეშ. ჩვენ ვითხოვთ კონრეტულ ვადას, როდის დაიწყება მთაზე ზვავამრიდი სამუშაოები. ეს თანხა რომ დახარჯულიყო ზვავამრიდი სამუშაოებში უკეთესი იქნებოდა. ჩაჟაშის რეაბილიტაციას „ფონდი ქართუ“ ახორციელებს. რომლის თანხებიც ჩემი აზრით, იხარჯება სრულიად არამიზნობრივად, რასაც უშგულელები ვუყურებთ. უხარისხოდ კეთდება ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში არ არის. მან გამოყო თანხები და ხალხი ისე უხარჯავს თანხებს, რომ არ იცის, სად იხარჯება მაგის მილიონები. ამიტომ, უნდა დაინტერესდეს, ჩაეძიოს ამ საკითხს და გაკეთდეს ყველაფერი ხარისხიანად. პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ისე, რომ ხალხის სიცოცხლე იყოს დაცული. დაცული იმ შემთხვევაში იქნება, თუ აქ გაკეთდება ზვავამრიდები და შემდეგ დაიწყონ ყველა სხვა სამუშაო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე