მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორი სამხედრო უწყებრივი მედლებით "დიდგორის ჯვარი“ დაჯილდოვდა
loader

Breaking news

მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორი სამხედრო უწყებრივი მედლებით "დიდგორის ჯვარი“ დაჯილდოვდა

  • მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორი სამხედრო უწყებრივი მედლებით დიდგორის ჯვარი დაჯილდოვდა

თბილისი: დიდგორის ბრძოლიდან 898 წელი გავიდა. დიდგორის გამარჯვებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.

დიდგორის ველზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებსა და სხვა სტუმრებს ლევან იზორიამ და მამუკა ბახტაძემ სიტყვით მიმართეს და საქართველოს მოსახლეობას დიდგორობის დღესასწაული მიულოცეს. ლევან იზორიამ ყურადღება დიდგორის ბრძოლასა და ამ ბრძოლაში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით „დიდგორის ჯვარი“ დააჯილდოვა.

აღნიშნული ჯილდო თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2014 წელს დააწესეს. ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, გამორჩეულ სამხედროს ლიდერობისთვის თავდაცვის სამინისტრო მედალს - „დიდგორის ჯვარი" გადასცემს. ეს ჯილდო პირველად 2014 წელს მაიორმა ვიტალი ცხადაძემ მიიღო.

სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2019“, ხალხური სიმღერებითა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა; ასევე გაიმართა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

დიდგორის ველზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები და სამხედრო მოსამსახურეებიც იმყოფებოდნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე