ლევან იზორიამ შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
loader

Breaking news

ლევან იზორიამ შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

  • ლევან იზორიამ შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისი: შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2008 წლის 11 აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო, მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

თავდაცვის მინისტრთან ერთად ქართველი გმირების ხსოვნას პატივი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მიაგეს.

მინისტრი წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვას დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა და გმირების მემორიალთან მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული, საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17 ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შიქმნება. მემორიალის მშნებლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გრძელდება.

2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე