"ომონი" რუსეთის ქალაქებს მომიტინგეებისგან ათავისუფლებს: დაკავებულია ასობით ადამიანი
loader

Breaking news

"ომონი" რუსეთის ქალაქებს მომიტინგეებისგან ათავისუფლებს: დაკავებულია ასობით ადამიანი

  • ომონი რუსეთის ქალაქებს მომიტინგეებისგან ათავისუფლებს დაკავებულია ასობით ადამიანი

მოსკოვი: მოსკოვსა და პეტერბურგში "ომონმა" აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავებები დაიწყეს, ამ დროისთვის დაკავებულია 245 ადამიანი.

დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები და ჟურნალისტები,

ამასთან, "ОВД-Инфо"-ის ინფორმაციით, მოსკოვის ქუჩებში შინაგანი ჯარის სპეცრაზმია გამოყვანილი.

გარდა ამისა, უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებები მიმდინარეობს სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში, დონის როსტოვსა და ბრიანსკში.

რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა, იმართება. დემონსტრანტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვასა და აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ. თუმცა აქციები ხშირ შემთხვევაში, მასობრივი დაკავებებით სრულდება.

ფოტო: დავიდ ფრენკელი, მედიაზონა

იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე