უკრაინელი სურსათის მწარმოებლები პირველი სექტორული სავაჭრო მისიის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან
loader

Breaking news

უკრაინელი სურსათის მწარმოებლები პირველი სექტორული სავაჭრო მისიის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან

  • უკრაინელი სურსათის მწარმოებლები პირველი სექტორული სავაჭრო მისიის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან

თბილისი: 15 სექტემბერს საქართველოს უკრაინის პირველი სექტორული სავაჭრო მისია ეწვევა, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: საკონდიტრო/საცხობი ინდუსტრია, რძის ნაწარმის გადამუშავება, ჩაი და ყავა, ხორცპროდუქტების გადამუშავება, ხილისა და თხილეული პროდუქციის ინდუსტრია, მისიას უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ოლგა ტროფიმცევა უხელმძღვანელებს.

უკრაინელი მწარმოებლების სავაჭრო მისია, რომელიც ორგანიზებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და უკრაინის ექსპორტის ხელშეწყობის ოფისის მიერ, ხოლო დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business ინიციატივისა და უკრაინის მთავრობის მიერ, საშუალებას მისცემს უკრაინულ და ქართულ კომპანიებს დაამყარონ პირდაპირი ბიზნეს ურთიერთობები, იპოვონ პოტენციური პარტნიორები და ქართული ბიზნეს სექტორი გაეცნოს უკრაინის საექსპორტო პოტენციალს. 

სავაჭრო მისიის პროგრამა, რომელიც გაიმართება 15-18 სექტემბერს მოიცავს: B2B შეხვედრებს ქართულ სადისტრიბუციო, იმპორტიორ კომპანიებთან, საცალო ქსელებთან, ვიზიტს ქართულ კომპანიებში და ქართულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმს. 

ქართული კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან გამართონ შეხვედრები უკრაინელ მწარმოებლებთან, აღმოაჩინონ უკრაინული პროდუქციის ნაირსახეობა და მიიღონ ინფორმაცია უკრაინის სურსათის წარმოების სექტორის შესახებ მოწვეული არიან ქართულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმზე, რომელიც თბილისში 17 სექტემბერს გაიმართება.

"ღონისძიება წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას განვითარდეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის", - აცხადებენ ორგანიზატორები.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე