მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019 დასრულდა
loader

Breaking news

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019 დასრულდა

  • მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019 დასრულდა

თბილისი: მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019, რომელსაც საქართველომ წელს მეცხრედ უმასპინძლა, დასრულდა. საჩვენებელი სწავლება ორფოლოს პოლიგონის პარალელურად ვაზიანში, მე-11 პოლიგონზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე დაესწრო.

კულმინაციურ სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობის მე-2 კავალერიის პოლკის მე-2 ბატალიონი მონაწილეობდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულით იყო გაძლიერებული. მათ ბატალიონის თავდაცვითი ოპერაცია საბრძოლო სროლებით განახორციელეს. საჩვენებელი წვრთნა ვაზიანის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული, პოლონური და ბულგარული სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ერთობლივი სწავლებით - „ბრძოლა ქალაქში“ გაგრძელდა.

Agile Spirit 2019-ის ვაზიანის მიმართულების ოფიციალური დახურვის ცერემონია ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ მიმართა და სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა. ვაზიანში დახურვის ცერემონია მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით დასრულდა.

წელს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 სამ ლოკაციაზე - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში პარალელურად მიმდინარეობდა. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის და აშშ-ის ევროპის სარდლობებმა ჩაატარეს. სწავლებაში მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე