ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს
loader

Breaking news

ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს

  • ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს

კიევი: ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს. სპეცოპერაცია სოფელ კოი-ტაშში, ატამბაევის რეზიდენციასთან ჩატარდა. ადგილზე იმყოფებოდა სპეცდანიშნულების რაზმი. ისმოდა სროლის ხმაც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპერაციის ადგილზე ათამდე ადამიანი დაშავდა. ატამბაევის დაკავების მიზეზი სასამართლოში მოწმის სტატუსით არგამოცხადებაა, სადაც უკვე სამჯერ დაიბარეს კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ატამბაევმა ყველა მოსაზრება უარყო და თქვა, რომ „თითსაც ვერ დაადებენ.“ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ატამბაევმა სასამართლოს დისტანციური გამოკითხვის ფორმა შესთავაზა. ყირგიზეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ მოწმე სასამართლოში გამოკითხვაზე სამჯერ არ გამოცხადდება, მილიციას მისი იძულებით მიყვანის უფლება აქვს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე