"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო"
loader

Breaking news

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო"

  • უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო

კიევი: რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მათ ფაქტობრივ ანექსიას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე