"საბურთალომ" "არარატ-არმენია" 2:1 დაამარცხა
loader

Breaking news

"საბურთალომ" "არარატ-არმენია" 2:1 დაამარცხა

  • საბურთალომ არარატ-არმენია 21 დაამარცხა

თბილისი: საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“ ევროპის ლიგაზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „საბურთალო“ ერევანში „არარატ-არმენიას“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.

ანგარიში მასპინძლებმა 31-ე წუთზე კობიალკოს გოლით გახსნეს. მეორე ტაიმში „საბურთალოელები“ სრულ უპირატესობას ფლობდნენ, 72-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა წონასწორობა აღადგინა, ოთხ წუთში კი შეცვლაზე შესულმა ლევან ყენიამ თბილისელები დააწინაურა. 

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 აგვისტოს გაიმართება.

"საბურთალომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვურ „შერიფს“ სძლია, მეორე ეტაპზე კი ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა და ევროპის ლიგაზე გადაერთო. სომხური კლუბის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ევროპის ლიგის პლეი-ოფში „საბურთალო“ „დუდელანჟი“-„კალიუს“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე