ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის „მასტერსზე“ პირველი წრე მოიგო
loader

Breaking news

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის „მასტერსზე“ პირველი წრე მოიგო

  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის მასტერსზე პირველი წრე მოიგო

თბილისი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. პირველი წრის მატჩში ქართველმა ჩოგბურთელმა სერბი დუშან ლაიოვიჩი 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა.

7 აგვისტოს ბასილაშვილი მსოფლიოს 35-ე ჩოგანს, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდება. 

მონრეალის ტურნირი მასტერსის 1000-იანი ტურნირების სერიაში შედის, რომელთა გამარჯვებულიც 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალია. მონრეალის ტურნირის გამარჯვებული 1 049 040 დოლარს მიიღებს.

ATP-ის განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-17 ადგილს იკავებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე