ოჰაიოს შტატში სროლას თავდამსხმელის უმცროსი დაც ემსხვერპლა
loader

Breaking news

ოჰაიოს შტატში სროლას თავდამსხმელის უმცროსი დაც ემსხვერპლა

  • ოჰაიოს შტატში სროლას თავდამსხმელის უმცროსი დაც ემსხვერპლა

კიევი: ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში სროლის შედეგად დაღუპული 9 ადამიანიდან ერთ-ერთი თავდამსხმელის, 24 წლის კონორ ბეტსის და, 22 წლის მეგან ბეტსი აღმოჩნდა.

პოლიციამ ის მეგობარ მამაკაცთან ერთად ავტომობილში ჩაცხრილული იპოვა.

სროლების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა, მათგან 15-მა საავადმყოფო უკვე დატოვა.

პოლიციამ 24 წლის კონორ ბეტსის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში მოახდინა. თავდამსხმელს ჯავშანჟილეტი ეცვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში მომხდარი თავდასხმების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

თავდაპირველად სროლა ტეხასში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. შეიარაღებულმა პირმა 20 ადამიანი მოკლა. თავდამასხმელი პოლიციამ დააკავა. 13 საათის შემდეგ კი, შეიარაღებული თავდახმა ოჰაიოში მოხდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე