"სექტემბერში დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შეეცდება, ე.წ ხისტი ბრექსიტი შეაჩეროს"
loader

Breaking news

"სექტემბერში დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შეეცდება, ე.წ ხისტი ბრექსიტი შეაჩეროს"

  • სექტემბერში დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შეეცდება ეწ ხისტი ბრექსიტი შეაჩეროს

კიევი: სექტემბერში დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შეეცდება, ე.წ ხისტი ბრექსიტი შეაჩეროს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ოპოზიციური, "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლის ჯონ ეშვორტის თქმით, იმისთვის, რომ მთავრობამ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს, აუცილებელია, ეს საკითხი ჯერ პარლამენტში დააყენოს.

"როცა სექტემბერში პარლამენტი მუშაობას განაახლებს, მოგვეცემა შანსი, შევაჩეროთ ეს ინიციატივა. მთავრობა ვალდებულია, აღნიშნული საკითხი ჯერ პარლამენტს წარუდგინოს. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ და არ დავუშვათ, ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს“ , – განაცხადა ჯონ ეშვორტმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე