მედიის ცნობით, ტეხასში სროლას სავარაუდოდ, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
loader

Breaking news

მედიის ცნობით, ტეხასში სროლას სავარაუდოდ, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  • მედიის ცნობით ტეხასში სროლას სავარაუდოდ 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
  • მედიის ცნობით ტეხასში სროლას სავარაუდოდ 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი: უცხოური მედიის ცნობით, აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოში, ჰიპერმარკეტში შეიარაღებულ თავდასხმას სავარაუდოდ, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა, თუმცა პოლიცია ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს.

"უოლმარტის“ სავაჭრო ცენტრში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა, ის 21 წლის პატრკი კრუზიოსია.

მედიის ცნობით, ახალგაზრდამ თავდასხმამდე ტვიტერის საკუთარ გვერდზე მანიფესტი გამოაქვეყნა და ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტს დაუჭირა მხარი.

რამდენიმე გვერდიან მანიფესტში ახალგაზრდა აცხადებს, რომ თავისი ქმედებებით ის საკუთარ ქვეყანას იცავს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე