კიევში დაკავებულ 119 არალეგალ მიგრანტს შორის საქართველოს 5 მოქალაქე იყო
loader

Breaking news

კიევში დაკავებულ 119 არალეგალ მიგრანტს შორის საქართველოს 5 მოქალაქე იყო

  • კიევში დაკავებულ 119 არალეგალ მიგრანტს შორის საქართველოს 5 მოქალაქე იყო

კიევი: კიევში სამართალდამცველებმა 119 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

პოლიციის ინფორმაციით, მათ „მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს“.

50 არალეგალ მიგრანტს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, 36 პირს უკრაინაში ყოფნის ვადა შეეზღუდა, 10 ადამიანი კი, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის განკუთვნილ ბანაკში გადაიყვანეს.

არალეგალი მიგრანტები „ტროეშჩინას“ სახელით ცნობილ ბაზარში მუშაობდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის საქართველოს 5 მოქალაქე იყო, რომლებიც ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მათ დეპორტაცია არ შეხებიათ. ხუთივე პირს განესაზღვრა ვადა, რათა დატოვონ უკრაინის ტერიტორია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე