"დინამო თბილისმა" "გაბალას“ მეორე მატჩიც მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა
loader

Breaking news

"დინამო თბილისმა" "გაბალას“ მეორე მატჩიც მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა

  • დინამო თბილისმა გაბალას მეორე მატჩიც მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა

თბილისი: თბილისის "დინამომ“ დღეს აზერბაიჯანული „გაბალა“ მეორედ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა.

პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, პირველი გოლი 68-ე წუთზე ლევან შენგელიამ გაიტანა, 88-ე წუთზე თავი ისევ შენგელიამ გამოიჩინა და ანგარიში 2-0 გახდა.

მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გოლი "დინამოს" ახალწვეულმა კარიკარიმ გაიტანა და საბოლოოდ, მატჩი 3-0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ევროტურნირებზე დინამოს ჯერ გოლი არ გაუშვია, მეტოქის კარში კი 12 გაიტანა.

თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის „ფეიენოორდს“ შეხვდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე