გელა ზაალიშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა
loader

Breaking news

გელა ზაალიშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა

  • გელა ზაალიშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა

თბილისი: საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრმა გელა ზაალიშვილმა ზაგრების გრან პრიზზე გამოსვლა ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა.

ზაგრების გრან პრიზის ფინალურ შეხვედრაში გელა ზაალიშვილის მეტოქე ოლიმპიური და მსოფლიოს პრიზიორი ჰისაოში ჰარავსა იყო. ქართველმა ფალავნმა გამარჯვება ოქროს დროში ბრწყინვალე ილეთით მოიპოვა.

ლევან მატიაშვილი კი მძიმე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ზაგრების გრან პრიზე საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე