ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია (ვიდეო)
loader

Breaking news

ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია (ვიდეო)

  • ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია ვიდეო

თბილისი: ბექა ღვინიაშვილმა ზაგრების გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა.

90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ახალგაზრდა იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და კარიერაში მეექვსედ გრან პრის ოქრო მოიპოვა.

ღვინიაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ლაცკოვიჩი დაამარცხა, შემდეგ კი საბიროვს სძლია. 

მეოთხედფინალში იაპონელი ნაგასავას ტრავმის გამო არ გამოცხადდა და გამარჯვება ქართველ სპორტსმენს ჩაეთვალა, რის შემდეგაც ის უნგრელ ტოსსაც გაუმკლავდა და ფინალში 18 წლის მურაოს შეხვდა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე