"ნუ შეგეშინდებათ დაღლილობისა, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს"
loader

Breaking news

"ნუ შეგეშინდებათ დაღლილობისა, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს"

  • ნუ შეგეშინდებათ დაღლილობისა უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს

თბილისი: ნუ შეგეშინდებათ დაღლილობისა, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულსა და ძალასაც აძლევს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა გალობის „დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“ შექმნის ისტორია გაიხსენა.

"დიდება და მადლობა უფალს. ჩვენ გვავიწყდება მადლობის შეწირვა. როცა ვლოცულობთ, უპირველეს ყოვლისა, ვთხოვთ უფალს ჩვენი გაჭირვების გამო და გვავიწყდება მადლობის შეწირვა. წყალობა უფლისა მუდმივად ეფინება ქვეყანას და მსოფლიოს. მინდა, დღეს გავიხსენო ერთი ლოცვა რომელიც ჩვენ შევიყვარეთ – დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. ეს ლოცვა წარმოიშვა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, როცა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია იყო ბიბლიოთეკა, ჩვენ ნიკოლოზობას საღამოს მივდიოდით, თითქოს წიგნების წასაკითხად, სინამდვილეში პარაკლისს ვასრულებდით და აი, ამ პარაკლისის დროს თითქოს მიკარნახა უფალმა – „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“ და იმის შემდეგ ჩვენ ვგალობთ ამას. მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას. უფალი ჩვენთანაა, ჩვენთან არს ღმერთი. დალოცვლილი და გახარებული იყავით, ნუ შეგეშინდებათ დაღლილობისა, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს. დალოცვილი იყავით თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა ილია მეორემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე