მოსკოვში აქციაზე 1373 ადამიანი დააკავეს
loader

Breaking news

მოსკოვში აქციაზე 1373 ადამიანი დააკავეს

  • მოსკოვში აქციაზე 1373 ადამიანი დააკავეს

მოსკოვი: მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე 1373 ადამიანი დააკავეს.

ინფორმაციას ტელეარხი "დოჟდი" ОВД-Инфо-ზე დაყრდნობით ავრცელებს. დაკავებულთა შორის არის 42 არასრულწლოვანი და 18 ჟურნალისტი. დაკავებულთა უმრავლესობა პროტოკოლის შედგენის გარეშე გაუშვეს.

დაკავებების დროს დაშავდა 25 ადამიანი, თუმცა ტელეგრამ-არხი "Baza" 77 დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სამართალდამცველებმა დაკავებებისას გამოიყენეს რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი.

გუშინ აქციის მიმდინარეობის დროს რუსულ ტელეკომპანია „დოჟდის“ რედაქციაში პოლიცია შევიდა. სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორს ალექსანდრა პერაპალოვას საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე გამოცხადების უწყება გადასცეს. ტელეკომპანია აქციის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

დემონსტრაციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობა დაუშვას. ამ მოთხოვნით აქციების მოსკოვში უკვე რამდენიმე დღეა, იმართება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე