საქართველოში პირველად აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 პოსეიდონი ჩამოფრინდა
loader

Breaking news

საქართველოში პირველად აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 პოსეიდონი ჩამოფრინდა

  • საქართველოში პირველად აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 პოსეიდონი ჩამოფრინდა

თბილისი: საქართველოში პირველად აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 პოსეიდონი  ჩამოფრინდა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

"ამ ისტორიული ვიზიტისას პოსეიდონმა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად წვრთნები ჩაატარა. 

საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ორი ქვეყნის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას", - აცხადებენ საელჩოში.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე