ბაქო: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწვრთნელი ფრენის დროს სამხედრო-საჰაერო ძალების ბორტი რადარებიდან გაქრა.
მისივე ცნობით, წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავმა სავარაუდოდ, კატასტროფა განიცადა და კასპიის ზღვაში ჩავარდა.
ამ დროისთვის პილოტის ძიების და გადარჩენის მიზნით ღონისძიებები მიმდინარეობს.