დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იქნება
loader

Breaking news

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იქნება

  • დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იქნება

თბილისი: გაერთიანებულ სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდება.

მომავალი პრემიერის ვინაობა „კონსერვატიული პარტიის“ სხდომაზე დაასახელეს. მომავალი პრემიერის გამოსავლენად პარტიის 160 ათასამდე წევრმა საბოლოო არჩევანი  საგარეო საქმეთა მოქმედ და ყოფილ მინისტრებს - ჯერემი ჰანტსა და ბორის ჯონსონს შორის გააკეთა.

ჯონსონი ოფიციალურად თანამდებობას ხვალიდან დაიკავებს, მას შემდეგ რაც ბუკინგემის სასახლეში დედოფალთან აუდიენციას გამართავს.

დღეს პრემიერ-მინისტრის რანგში ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომა გამართა. ხვალ კი, დედოფალთან გადადგომის შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებამდე, თემთა პალატაში ანგარიშის ჩასაბარებლად ბოლოჯერ წარდგება. 

ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განცხადება 24 მაისს გააკეთა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე