რუსეთში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს
loader

Breaking news

რუსეთში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს

  • რუსეთში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს

თბილისი: რუსეთში, ქალაქ სანქტ პეტერბურგში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლული იპოვეს.

ქალის დასახიჩრებული ცხედარი მისი სახლის მახლობლად, ბუჩქებში ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. გარდაცვლილს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ასევე ეტყობა გაგუდვის კვალი.

როგორც ადგილობრივი გამოცემა „ფონტანკა“ წერს, გრიგორიევას ბოლო დროს ხშირად ემუქრებოდნენ მოკვლით. მუქარების გამო ქალს და მის ადვოკატს სამართალდამცველებისთვის არაერთხელ მიუმართავთ.

მისივე ინფორმაციით, პოლიციამ ცხელ კვალზე მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 40 წლის მამაკაცი დააკავა, თუმცა მოგვიანებით საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილები ჯერჯერობით არ ჰყავთ.

ელენა გრიგორიევა ანტისამთავრობო მიტინგების აქტიური მონაწილე იყო. ის ასევე მონაწილეობდა ლგბტ პირების, ყირიმელი თათრების მხარდამჭერ, ასევე ცხოველების უფლებადამცველების აქციებში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე