ვლადიმირ ზელენსკის პარტია 42%-ით ლიდერობს
loader

Breaking news

ვლადიმირ ზელენსკის პარტია 42%-ით ლიდერობს

  • ვლადიმირ ზელენსკის პარტია 42-ით ლიდერობს

კიევი: უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბიულეტენების 46,22%-ის დათვლის შედეგად  ახალი მოწვევის რადაში სულ ხუთი პარტია მოხვდება.

42,35%-ით კვლავ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ლიდერობს, პრორუსულ „ოპოზიციურ პლატფორმას – სიცოცხლისთვის“ 12,80% აქვს, ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპულ სოლიდარობას“ – 8,70%, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინას“ 8,05%, სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმას“ კი 6,43%.

რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, უკრაინის ცსკ-ის მონაცემებით, აქ პარტია პრეზიდენტ ზელენსკის „ხალხის მსახური“ 42,11%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა პრორუსული პარტია „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ – 12,69%-ით. მესამეა პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ – 8,68%-ით, მეოთხე – იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ – 8,23%-ით, ხოლო მეხუთე სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმა“ – 6, 43%-ით.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე