"უკრაინის პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს აბსოლუტურად პროფესიონალი ეკონომისტი"
loader

Breaking news

"უკრაინის პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს აბსოლუტურად პროფესიონალი ეკონომისტი"

  • უკრაინის პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს აბსოლუტურად პროფესიონალი ეკონომისტი

კიევი: უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის მომავალი პრემიერი უნდა იყოს პროფესიონალი ეკონომისტი, რომელიც წარსულში არ ყოფილა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის სპიკერის ან რომელიმე პარტიის ლიდერის პოსტზე.

"რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, გულწრფელად გეტყვით, შეიძლება ეს არ მოეწონოს ზოგიერთ ადამიანს, ვინც პარლამენტში მოხვედრას ცდილობს, რადგან ისინი ამ ადგილზე საკუთარ თავს ხედავენ. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელია. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს აბსოლუტურად პროფესიონალი ეკონომისტი, რომელსაც არ ექნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვისურვებდი, რომ ეს იყოს სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა არც პრემიერ-მინისტრი, არც სპიკერი, არც რომელიც ფრაქციის ლიდერი. მე ვხედავ ასეთ ადამიანს. გულწრფელად გითხრათ, ზოგიერთთან კონსულტაციებს ვმართავ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამორიცხა არჩევნების შემდეგ რადაში ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა