12:00 საათის მონაცემებით, უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 17%-ს აჭარბებს
loader

Breaking news

12:00 საათის მონაცემებით, უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 17%-ს აჭარბებს

  • 1200 საათის მონაცემებით უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 17-ს აჭარბებს

კიევი: უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 17%-ს აჭარბებს.

როგორც ცსკ-ში განაცხადეს, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ეს დაბალი მაჩვენებელია.

უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში.

წინასწარი პროგნოზით, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია შევა. ფავორიტი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურია“, მეორე ადგილზე კი არის ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“, რომელსაც ამომრჩეველთა 12 პროცენტი უჭერს მხარს. რადაში ასევე მოხვდებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ და როკმუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის „გოლოსი“.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე