უკრაინელები დღეს ახალ პარლამენტს ირჩევენ
loader

Breaking news

უკრაინელები დღეს ახალ პარლამენტს ირჩევენ

  • უკრაინელები დღეს ახალ პარლამენტს ირჩევენ

კიევი: უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში.

წინასწარი პროგნოზით, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია შევა. ფავორიტი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურია“, მეორე ადგილზე კი არის ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“, რომელსაც ამომრჩეველთა 12 პროცენტი უჭერს მხარს. რადაში ასევე მოხვდებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ და როკმუსიკოს ლეონიდ კრავჩუკის „გოლოსი“.

რადას ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგი საღამოს გახდება ცნობილი. ეგზიტპოლების შედეგები 21 ივლისს, საღამოს გამოქვეყნდება.

მეცხრე მოწვევის რადას პირველის სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე