"ვიცი, ვინ გააყალბა საქმე, თუ გონს არ მოეგებიან, ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი"
loader

Breaking news

"ვიცი, ვინ გააყალბა საქმე, თუ გონს არ მოეგებიან, ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი"

  • ვიცი ვინ გააყალბა საქმე თუ გონს არ მოეგებიან ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი

თბილისი: მე ვიცი, ვინ გააყალბა ეს საქმე, მათი სახელებიც კი ვიცი და თუ გონს არ მოეგებიან, მაშინ ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი, - ამის შესახებ იულია სუსლიაკმა განაცხადა, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

მისი თქმით, საქმით სარგებლის მიღებას კონკრეტული პირები ცდილობენ. 

"ჩემი საქმე სრული ფაბრიკაციაა და მე ვიცი, ვინ გააყალბა ეს საქმე, მათი სახელებიც კი ვიცი და თუ გონს არ მოეგებიან, მაშინ ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი. ყველაზე დიდი პრეტენზია გამომძიებელთან მაქვს. მე ბევრჯერ წავედი დათმობაზე ქართულ მხარესთან, ერთადერთი მიზნით, რომ სახლში ბავშვებთან გავეშვი. მთხოვდნენ ბრალის აღიარებას იმ ფონზე, რომ მე არ ვიცნობ ქართულ კანონმდებლობას, მიბიძგებდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, თან მიხსნიდნენ, რომ ამაში საშიში არაფერია. საბოლოოდ მივხვდი, რომ მათ უნდოდათ ჩემი ჩიხში შეყვანა“, - განაცხადა სუსლიაკმა "რუსთავი 2"-თან.

თავის მხრივ, იულია სუსლიაკის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელახლა დააკავებენ.

"იმის გამო, რომ მათ ვერაფერი მოიპოვეს მთელი ამ დროის განმავლობაში და ეს სიბინძურე არ უნდა გამოტანილიყო გარეთ ამათი მეცადინეობის შედეგად. ამ მიზეზით მათ მოიფიქრეს ახალი ფორმულარი, თითქოს უკრაინაში უნდა მოხდეს საქმის გამოძიება, რადგან ესენი ვერ ახერხებენ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე. ამ მიზნით შეცვალეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გუშინ მთელი დღე იყო კომუნიკაცია ჩემთან, გვავალდებულებდნენ, რომ შეგვეძინა ბილეთი კიევის რეისზე და არ გავაკეთეთ ჩვენ ეს. ახლა ეს ქალბატონი არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ამ წუთას, ჩემს ზურგს უკან 7-8 მამაკაცს, შსს-ს თანამშრომლებს, დავალება აქვთ სპეციალური მიღებული, რომ დააკავონ ეს ქალბატონი ხელახლა, ჩასვან თვითმფრინავში და გააგზავნონ უკრაინაში, ყველა ნორმის დარღვევით“, - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.

სუსლიაკის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე