იულია სუსლიაკი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
loader

Breaking news

იულია სუსლიაკი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

  • იულია სუსლიაკი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისი: ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული საქმე უკრაინაში უნდა იქნას გამოძიებული, შესაბამისად, საქართველოში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახე ვერ იქნებოდა გამოყენებული.

"ვინაიდან მტკიცებულებების უმეტესობა ინახება უკრაინაში ბრალდებამ გამოძიების მიმდინარეობისას მიმართა უკრაინას ორჯერ მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს მტკიცებულებები ქართულ მხარეს არ მიუღია. ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ საქმე გადაიგზავნოს უკრაინის პროკურატურაში. მტკიცებულებები, მოწმეების ჩვენებების ბაზა წერილობითი მტკიცებულებები არის უკრაინაში და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ გადავაგზავნოთ. აქ არაა საუბარი ექსტრადირებაზე. ვინაიდან გუშინ იქნა გამოტანილი დადგენილება საქმის გადაგზავნის შესახებ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქართული მხარის წარმოებაში ეს საქმე არ არის და ვინაიდან ეს საქმე ქართული მხარის წარმოებაში არ არის, საქართველოში მის მიმართ ვერანაირი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული ვერ იქნებოდა”, – აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული.

ბავშვებმა საქართველო ერთი თვის წინ დატოვეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე